საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ქართული ნომინაცია შეტანილ იქნა იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიაში

29.11.2018 - მავრიკის რესპუბლიკის დედაქალაქ პორტლუიშიიუნესკოს არამატერიალური კულტურულიმემკვიდრეობის დაცვის მთავრობათაშორისი კომიტეტისმე-13 სესიაზე  მიღებულ იქნა გადაწყვეტილებასაქართველოს მიერ წარდგენილი ნომინაციის „ქართულიჭიდაობა“ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობისწარმომადგენლობით სიაში შეტანის თაობაზე

მთავრობათაშორისმა კომიტეტმა მხარი დაუჭირა საქართველოს მიერ წარდგენილ ნომინაციას და მიიჩნია, რომ იგი სრულად შეესაბამება არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის კონვენციით გათვალისწინებულ ყველა კრიტერიუმს.
ნომინაცია UNESCO-ს განსახილველად წარედგინა 2017 წელს და მისი მთავარი მიზანია ხაზი გაუსვას ქართულ ჭიდაობას, როგორც კულტურული მრავალფეროვნების, ტოლერანტობის ნიმუშს და ქართული საზოგადოების კულტურული ერთიანობის საფუძველს.

„ქართული ჭიდაობა“ არის რიგით მეოთხე ნომინაცია, რომელიც შეტანილია UNESCO-ს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით სიაში. დღემდე, ნუსხაში შეტანილია სამი ქართული არამატერიალური ძეგლი: ქართული მრავალხმიანობა (2001 წ.), ქვევრის ღვინის დაყენების უძველესი ქართული ტრადიციული მეთოდი (2013 წ.), ქართული ანბანის 3 სახეობის ცოცხალი კულტურა (2016 წ.).

კომიტეტის მუშაობაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს დელეგაციამ, რომელშიც წარმოდგენილნი იყვნენ საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო კულტურულ და ჰუმანიტარულ ურთიერთობათა დეპარტამენტის დირექტორი  და საქართველოს იუნესკოს საქმეთა ეროვნული კომისიის გენერალური მდივანი ქეთევან კანდელაკი, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე, ქართული ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი გელა ბერუაშვილი.