საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

დონალდ ტუსკი საქართველოშია

10.07.2019 ქ. ბათუმი - ევროპული საბჭოს პრეზიდენტიდონალდ ტუსკი საქართველოს ეწვია.  ბათუმისსაერთაშორისო აეროპორტში დელეგაციას აჭარისავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარე თორნიკერიჟვაძე და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრიდავით ზალკალიანი დახვდნენ.
 
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი საქართველოს საერთაშორისო კონფერენციის “საქართველოს ევროპული გზა” ფარგლებში სტუმრობს, რომელიც წელს “აღმოსავლეთ პარტნიორობის” 10 წლის იუბილეს ეძღვნება.
 
დონალდ ტუსკი კონფერენციის მონაწილეებს გახსნის დღეს, 11 ივლისს მიმართავს.
 
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალურ ცერემონიაში მონაწილეობა მიიღეს ასევე მინისტრის პირველმა მოადგილემ ვახტანგ მახარობლიშვილმა, საქართველოს ელჩმა ევროკავშირში ნატალი საბანაძემ და საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა.
 
ქ. ბათუმს, საერთაშორისო კონფერეციაში „საქართველოს ევროპული გზა“ მონაწილეობის მისაღებად უკვე ეწვივნენ ჩეხეთის, შვედეთის, პოლონეთის და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრები.
 
ბათუმის რიგით მე-16 საერთაშორისო კონფერენცია „აღმოსავლეთ პარტნიორობის“დაფუძნების 10 წლისთავს ეძღვნება, რომლის ფარგლებშიც განხილული იქნება ათწლეულის განმავლობაში მიღწეული შედეგები და თანამშრომლობის სამომავლო ნაბიჯები.​