ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
ელჩის ბიოგრაფია

 

მერაბ ანთაძე (დ. 4 აგვისტო, 1952, თბილისი, საქართველო), ქართველი სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე. საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი მოლდოვას რესპუბლიკაში 2014 წლის მაისის თვიდან დღემდე.

1975 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის გეოლოგიის ფაკულტეტი.

1976-1978 იყო ამიერკავკასიის რკინიგზის დეპარტამენტის, მთავარი ინჟინერი

1978-1990 კავკასიის მინერალური ნედლეულის ინსტიტუტის, მთავარი ინჟინერი

1988-1990 საპატრიარქოს საეკლესიო ნივთების სახელოსნო, ხელმძღვანელი

1991-1992 საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ანალიზის და პროგნოზის განყოფილების  მდივანი

1992-1994 საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე

1994-1995 საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე

1996-1998 საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის მთავარი სპეციალისტი

1992-2006 რუსეთთან პოლიტიკური, სამხედრო და კონფლიქტების საკითხებში მოლაპარაკებების კომისიის წევრი

1998-2006  საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ის მოადგილე

2006-2007  კონფლიქტების მოგვარების საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი

2007 წ. ივლისი-ოქტომბერი   საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე

2007 წ. 1 ნოემბერს დაინიაშნა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად უკრაინაში

2009 წ 1 იანვარი დაინიშნა „დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაცია - სუამ-ში" საქართველოს მუდმივ წარმომადგენლად
2014 წლის მაისი - დაინიშნა მოლდოვას რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად

ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.





 

 
 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ