ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება თურქეთის დედაქალაქ ანკარაში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით

moldova/Gancxadebis-logo_5.jpgსაქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოხატავს 2016 წლის 13 მარტს, თურქეთის დედაქალაქის, ანკარის ცენტრში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით, რომელსაც მოჰყვა მსხვერპლი და დაშავდა არაერთი ადამიანი.  

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს ძალადობის ამ ბარბაროსულ გამოვლინებას და თანაგრძნობას უცხადებს გარდაცვლილთა და დაშავებულთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს და ამ მძიმე განსაცდელის ჟამს სოლიდარობას უცხადებს თურქეთის რესპუბლიკის მთავრობასა და ხალხს. 

 
 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ