ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
აშშ-სთან პარტნიორობამ საქართველოს დემოკრატიული განვითარების გზაზე გადამწყვეტი როლი შეასრულა

moldova/NE5A0543.jpg

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში ამერიკის სახელმწიფო მდივანს ჯონ ქერის შეხვდა. შეხვედრის დაწყებამდე გაკეთებულ განცხადებაში საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობას, რამაც გადამწყვეტი როლი შეასრულა საქართველოს განვითარებაში.

მიხეილ ჯანელიძემ აღნიშნა, რომ დღეს საქართველოში ამბიციური რეფორმების პროგრამა ხორციელდება როგორც დემოკრატიის, ასევე ეკონომიკის განვითარების კუთხით. რაც ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციისკენ არის მიმართული.

„ამერიკის შეერთებულ შტატებთან საქართველოს სტრატეგიულმა პარტნიორობამ გადამწყვეტი როლი შეასრულა და მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ამ შედეგების მიღწევას. ჩვენ განვაგრძობთ წარმატებულ თანამშრომლობას ბევრ სფეროში. ეს არის ნამდვილი მეგობრობა, რომელიც საერთო ღირებულებებსა და ინტერესებს ემყარება" - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მიხეილ ჯანელიძემ სახელმწიფო მდივანს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საქართველოს 20 პროცენტი კვლავ ოკუპირებულია, მაგრამ საქართველო საერთაშორისო პარტნიორებთან და ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად კვლავ იმუშავებს კონფლიქტის მშვიდობიან გადაჭრაზე.

საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ საქართველოსა და ამერიკას შორის ურთიერთობები, მმართველობის ყველა დონეზე არასოდეს ყოფილა ისეთი მტკიცე, როგორც დღეს არის.

„იმედი გვაქვს, რომ საქართველოსა და აშშ-ს შორის ურთიერთობები კვლავ შეასრულებს რეგიონული ეკონომიკური განვითარების, დემოკრატიული პროგრესისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის საყრდენის როლს როგორც რეგიონში, ისე მის ფარგლებს მიღმა." - აღნიშნა მიხეილ ჯანელიძემ.

„მინდა მადლობა გადაგიხადოთ საქართველოში ჩამოსვლის სურვილისთვის. ჩვენთვის უდიდესი პატივი იქნება გიმასპინძლოთ საქართველოში, მით უფრო მაშინ როდესაც დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წელს ვზეიმობთ. ჩვენ ბევრი საკითხი გვაქვს განსახილველი, როგორც ორმხრივი ურთიერთობების, ისე საერთაშორისო თანამშრომლობის სფეროში, როგორც რეგიონულ, ისე საერთაშორისო დონეზე. მადლობას მოგახსენებთ თბილი მიღებისა და სტუმართმოყვარეობისთვის" - განაცხადა სიტყვით გამოსვლის ბოლოს მიხეილ ჯანელიძემ.

 
 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

დიასპორის სტრატეგია

 

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ