ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
მოლდოვაში საქართველოს საელჩომ მონაწილეობა მიიღო ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ გამართულ ღონისძიებაში

2016 წლის 14 მაისს საქართველოს საელჩომ მოლდოვაში მონაწილეობა მიიღო ქ. კიშინეუში ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში - „European Village 2016".

საქართველოს საელჩოს პავილიონში წარმოდგენილი იყო ბუკლეტები, საქართველოს ევროპული არჩევანის, ტურისტული პოტენციალის და ქართული ღვინის შესახებ.

ნაჩვენები იყო სარეკლამო კლიპები საქართველოს შესახებ. ღონისძიების მონაწილეებს დაურიგდათ შესაბამისი საინფორმაციო მასალა და ქართული დროშები. საელჩოს პავილიონის სტუმრებს ქართული კერძებით გაუმასპინძლდა რესტორანი - „თბილისი".

 
 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

დიასპორის სტრატეგია

 

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ