ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
მოლდოვას რესპუბლიკაში საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავისადმი მიძღვნილი მიღება გაიმართა

მოლდოვაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავის აღსანიშნავად საზეიმო მიღება გაიმართა.  მიღების ფარგლებში მოეწყო „ქართული ანბანის სამი სახეობის კულტურის" პრეზენტაცია-გამოფენა.

ღონისძიება საქართველოსა და მოლდოას ეროვნული ჰიმნებით გაიხსნა. დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა მოლდოვაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა მერაბ ანთაძემ. 

მიღებას დაესწრო  ვიცე-პრემიერი გეორგე ბალანი, თავდაცვის მინისტრი ანატოლ შალარუ, საგარეო საქმეთა და ევროპული ინტეგრაციის მინისტრის მოადგილე დანიელა მორარი, მოლდოვას სხვა აღმასრულებელი ორგანოების ხელმძღვანელები, პარლამენტის საგარეო და ევროინტეგრაციის, განათლებისა და მეცნიერების, ჯანდაცვის, ახალგაზრდობისა და სპორტის, პრესისა და ინფორმაციის კომიტეტის თავმჯდომარეები, დიპლომატიური კორპუსის, არასამთავრობო ორგანიზაციების, ქართული დიასპორის წევრები.  


 

 
 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ