ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
შეხვედრა მოლდოვას რესპუბლიკის პარლამენტის პრეზიდენტთან

moldova/NE5A8565.jpg10.07.2017 კიშინეუ, მოლდოვას რესპუბლიკა - ​მოლდოვაში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ შეხვედრა გამართა მოლდოვას რესპუბლიკის პარლამენტის პრეზიდენტთან ანდრაინ კანდუსთან.

შეხვედრაზე მხარეებმა ხაზი გაუსვეს ორი ქვეყნის მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობებს და თანამშრომლობის საპარლამენტთაშორისო განზომილებას. ამ მხრივ განსაკუთრებით აღინიშნა გასულ კვირას საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის პარლამენტების ერთობლივი მიმართვა ევროპარლამენტისადმი, რომელიც ევროკავშირის ასოცირებული ქვეყნებისთვის ევროპული პერსპექტივის მხარდაჭერის გამოხატვას გულისხმობს.

მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა მომავალშიც ხელი შეუწყონ ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოების აქტიურ თანამშრომლობას როგორც ორმხრივ, ასევე საერთაშორისო ფორმატებში, მათ შორის მოლდოვის რესპუბლიკის პარლამენტის პრეზიდენტმა გამოხატა დაინტერესება უმასპინძლოს საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის სამმხრივ საპარლამენტო შეკრებას. თავის მხრივ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გამოხატა მზადყოფნა საქართველომ, როგორც სუამის თავმჯდომარე ქვეყანამ ხელი შეუწყოს დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების - სუამ-ის ფარგლებში საპარლამენტო თანამშრომლობის გააქტიურებას.

საუბარი შეეხო ურთიერთ გამოცდილების გაზიარებას ქვეყნის განვითარების პროცესში. მოლდოვას პარლამენტის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა საქართველოს შთამბეჭდავ პროგრესს მრავალი მიმართულებით, რაც მისი განცხადებით სამაგალითოა მოლდოვასათვის.

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო თანამშრომლობის მნიშვნელობას საერთო გამოწვევების დაძლევის პროცესში და აღინიშნა სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურთიერთმხარდაჭერა, ისევე როგორც მჭიდრო თანამშრომლობა ევროპული ინტეგრაციის მიზნების განხორციელებაში.


 

 
 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30

დიასპორის სტრატეგია

 

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ