ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მოლდოველ კოლეგას შეხვდა

moldova/NE5A8270_1.jpg10.07.2017 კიშინეუ, მოლდოვას რესპუბლიკა - მოლდოვა და საქართველო განაგრძობენ აქტიურ თანამშრომლობას, როგორც სხვადასხვა სფეროში ურთიერთობების განვითარების, ასევე ევროპული ინტეგრაციის მიზნების განხორციელების გზაზე.

ქ. კიშინეუში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძისა და მოლდოვის ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა და ევროინტეგრაციის მინისტრის ანდრეი გალბურის შეხვედრა გაიმართა.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა კმაყოფილებით აღნიშნა, რომ მისი პირველი ოფიციალური ვიზიტი მოლდოვაში ემთხვევა ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების საიუბილეო თარიღს - 25 წლისთავს. მან მადლობა გადაუხადა კოლეგას აღმოსავლეთ პარტნიორობის არაფორმალური დიალოგის მასპინძლობისთვის და იმედი გამოთქვა, რომ აღნიშნულ შეხვედრაზე წამოყენებული ინიციატივები და იდეები მნიშვნელოვანი შედეგის მომტანი იქნება, როგორც აღმოსავლეთ პარტნიორი ქვეყნებისთვის, ასევე თავად ევროკავშირისთვის. მინისტრებმა გამოთქვეს მზადყოფნა მომავალშიც აქტიურად ითანამშრომლონ ევროპული ინტეგრაციის მიზნების განხორციელების პროცესში.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ორი ქვეყნის ტრადიციულად მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობებს. კმაყოფილებით აღინიშნა ბოლო პერიოდში თანამშრომლობის განსაკუთრებული ინტენსიფიკაცია, მათ შორის წარმატებული დარგობრივი თანამშრომლობა სამართალდამცავი, თავდაცვის, იუსტიციის, საბაჟო, სოფლის მეურნეობის და სხვა სფეროებში. შეხვედრაზე კმაყოფილებით აღინიშნა საქართველოსა და მოლდოვას შორის მიმდინარე წლის აპრილში პირველი მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიისა და ბიზნეს-ფორუმის გამართვა, რაც ახალ იმპულსს შესძენს ორმხრივ სავაჭრო-ეკონომიკურ თანამშრომლობას, რომლის მაჩვენებელიც მიმდინარე წლის პირველ კვარტალში 60%-ით გაზრდილია. ხაზი გაესვა ხალხთაშორისი ურთიერთობის მიმართულებით თანამშრომლობის გააქტიურების მნიშვნელობას, რასაც ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება. აღინიშნა მოლდოველი ტურისტების მზარდი ინტერესი საქართველოს მიმართ.

ხაზი გაესვა საქართველოსა და მოლდოვას თანამშრომლობას საერთო გამოწვევების დაძლევის პროცესში. აღინიშნა სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურთიერთმხარდაჭერა. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა კოლეგას მიაწოდა ინფორმაცია სქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ბოლო პერიოდის განვითარებებზე და მადლობა გადაუხადა მოლდოვას საერთაშორისო ფორმატებში საქართველოს აქტიური მხარდაჭერისთვის.

შეხვედრის ფარგლებში ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ხელი მოაწერეს საქართველო-მოლდოვას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით გამოცემულ საფოსტო მარკებს. მიხეილ ჯანელიძემ კოლეგა ვიზიტით საქართველოში მოიწვია.

 

 
 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

დიასპორის სტრატეგია

 

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ