ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
მიხეილ ჯანელიძე მოლდოვას პრემიერ-მინისტრს პაველ ფილიპს შეხვდა

moldova/NE5A8591.jpg10.07.2017 კიშინეუ, მოლდოვას რესპუბლიკა - საქართველოსა და მოლდოვის რესპუბლიკას შორის სხვადასხვა სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომ პერსპექტივებზე ისაუბრეს მიხეილ ჯანელიძემ და მოლდოვის პრემიერ-მინისტრმა პაველ ფილიპმა ქ. კიშინეუში გამართული შეხვედრის დროს. საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა მოლდოვის პრემიერს გადასცა საქართველოს პრემიერ-მინისტრის გულითადი მოკითხვა და აღნიშნა რომ საქართველოს მთავრობის მეთაური პირადად არის დაინტერესებული საქართველო-მოლდოვას თანამშრომლობა განვითარდეს ყველა სტრატეგიული მიმართულებით.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ბოლო პერიოდში ურთიერთობის შესამჩნევ დინამიკას სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის მაღალი დონის შეხვედრებისა და ვიზიტების გაცვლის თვალსაზრისით. დადებითად შეფასდა მიმდინარე წელს მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიისა და ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის პოლიტიკური კონსულტაციების ჩატარება. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში შემდგომი ურთიერთობის პერსპექტივებს. მხარეები მიესალმნენ ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვის მაჩვენებლის ზრდას, ასევე მოლდოველი ვიზიტორების მხრიდან საქართველოს ტურისტული პოტენციალის მიმართ გამოხატულ მზარდ ინტერესს.

საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა პაველ ფილიპს გააცნო საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიცირებული რეფორმების ოთხპუნქტიანი გეგმა, ყურადღება გამახვილდა საქართველოს ლიბერალურ ეკონომიკურ და საინვესტიციო გარემოზე და ქვეყნის სატრანზიტო შესაძლებლობებზე. საგარეო საქმეთა მინისტრმა მოლდოველი პრემიერი მოიწვია თბილისში აბრეშუმის გზის პროექტის ფარგლებში დაგეგმილ კონფერენციაზე „Tbilisi Road and Belt Forum" მონაწილეობის მისაღებად. მხარეებმა გამოხატეს მზადყოფნა მჭიდროდ ითანამშრომლონ საქართველოსა და მოლდოვას საერთო მიზნებისა და ინტერესების განხორციელებაში, რაც უკავშირდება აღნიშნული ქვეყნების ევროპულ ინტეგრაციას, ასევე სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხრივ არსებულ გამოწვევებს. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა ორივე ქვეყანა დაინტერესებულია გაიზიაროს ურთიერთგამოცდილება სახელწმიფოს განვითარების, წამატებული რეფორმების იმპლემენტაციის მიმართულებით. მოლდოვას პრემიერ-მინისტრი დაინტერესდა საქართველოს წარმატებული რეფორმებით საჯარო ადმინისტრირების, სამოქალაქო სერვისების და საგადასახადო სისტემების სფეროში.

 

 
 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30

დიასპორის სტრატეგია

 

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ