ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
საგარეო საქმეთა სამინისტრო კულტურული დიპლომატიის კონცეფციის შექმნაზე მუშაობს

moldova/NE5A1880.jpg18.07.2017 თბილისი - ​საგარეო საქმეთა სამინისტრო კულტურული დიპლომატიის კონცეფციის შექმნაზე მუშაობს. ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ხათუნა თოთლაძემ „ამბასადორიალი 2017"-ის ფარგლებში კულტურული დიპლომატიის მიმართულებით გაწეული საქმიანობის შეფასებისას განაცხადა.

მინისტრის მოადგილის შეფასებით, სამინისტროს სამოქმედო გეგმაში ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება უჭირავს საზღვარგარეთ ქვეყნის კულტურის, მისი იმიჯის პოპულარიზაციას. საკუთარ გამოსვლაში, მან ხაზი გაუსვა საანგარიშო პერიოდში განხორციელებულ და მიმდინარე წარმატებულ პროექტებს. 2017 წელი გამორჩეული იყო 57 ქვეყანასთან დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავის აღმნიშვნელი ღონისძიებებით, ასევე საქართველო-გერმანიის მეგობრობის წელთან დაკავშირებული მრავალფეროვანი კულტურული პროგრამით. ხაზი გაესვა ევროკავშირის პროექტებში Creative Europe და Horizon 2020 საქართველოს აქტიური მონაწილეობის, ასევე, პროგრამების „Study in Georgia" და „Film in Georgia"-ს პოპულარიზაციის მნიშვნელობას. მინისტრის მოადგილის განცხადებით ქართული კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ხელშეწყობა სამინისტროსთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა და 2017 წლის განმალობაში ბევრი ხელშესახები შედეგი იქნა მიღწეული ამ კუთხით. მათ შორის მიღწეული იქნა ისეთი მნიშვნელოვანი წარმატებები, როგორიცაა UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის მიერ მცხეთის ისტორიული ძეგლებისთვის გაძლიერებული დაცვის ქვეშ მყოფი ძეგლის სტატუსის მინიჭება, „გელათის სამონასტრო კომპლექსის" დამოუკიდებელი ძეგლის სტატუსით მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში დაბრუნება, ქართული ანბანის სამი სახეობის UNESCO-ს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით სიაში შეტანა და სხვა. ასევე საქართველოს მთავრობის ძალისხმევით დასრულდა ლისაბონის, გრასას მონასტრის ქეთევან დედოფლის წამების ამსახველი პანოს აღდგენა; ხელი მოეწერა „საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის კულტურის სფეროში თანამშრომლობის პროგრამას 2017-2021 წლებისთვის". სამომავლო პროექტებზე საუბრისას ხაზი გაესვა 2018 წელს საქართველოს პირველი რესპუბლიკის 100 წლისთავის აღნიშვნის მნიშვნელობას, ასევე საუბარი შეეხო ბორდოში 2017 წელს დაგეგმილ გამოფენას „საქართველო-მეღვინეობის აკვანი", რაც მიზნად ისახავს ქართული ღვინის პოპულარიზაციას და დატვირთულია მნიშვნელოვანი კულტურული კომპონენტით. ასევე დიდი ყურადღება დაეთმობა ქართული სამაზრეულოს პოპულარიზაციას და კულინარიის საშუალებით ქვეყნის წარმოჩენის წარმატებულ პრაქტიკას. 2018 წლის განსაკუთრებული მოვლენა კი იქნება ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა, სადაც საქართველო საპატიო სტუმრის სტატუსით მონაწილეობს. ეს საქართველოსთვის არის უნიკალური ასპარეზი წარმოჩინდეს მსოფლიოს წინაშე, როგორც მდიდარი კულტურისა და შემოქმედებითი პოტენციალის ქვეყანა. შეხვედრის დასასრულს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრო კულტურის სამინისტროსგან ერთად, მუშაობს კულტურული დიპლომატიის კონცეფციაზე, რომელიც დაეყრდნობა საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებს და რომლის მთავარი მიზანი ქვეყნის პოზიტიური იმიჯის პოპულარიზაცია და საქართველოს, როგორც მდიდარი კულტურის მქონე ქვეყნის და ევროპული კულტურული სივრცის განუყოფელი ნაწილის წარმოჩენაა. ​

 

 
 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31        

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ