ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი “ამბასადორიალი 2017”-ის მონაწილეებს შეხვდა

moldova/NE5A2285.jpg18.07.2017 ქ. თბილისი - 18-21 ივლისს, თბილისში საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელთა ყოველწლიური შეკრების მონაწილეებს საპატიო სტუმრის სტატუსით უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა პავლო კლიმკინმა მიმართა. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ისაუბრა უკრაინასა და საქართველოს შორის არსებული ხანგრძლივი, ისტორიულად მეგობრული ურთიერთობების, საერთო მიზნებისა და ერთობლივი გამოწვევების შესახებ და აღნიშა, რომ ქართველ და უკრაინელ ერს აერთიანებს საერთო ფასეულობები, იდოლოგია და მიზნები. მან გამოთქვა რწენა, რომ უკრაინელ და ქართველი ხალხს შესწევს უნარი, მიუხედავად სირთულეებისა, გააგრძელონ მსვლელობა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე და მიაღწიონ დასახულ მიზანს, რის დასტურადაც მან ორივე ქვეყნის მიერ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში მჭიდრო თანამშრომლობა და საქართველოს და უკრაინის მოქალაქეებისთვის ევროკავშირის/შენგენის სივრცეში უვიზოდ მიმოსვლის მინიჭება დაასახელა. პავლო კლიმკინმა ასევე ისაუბრა დღეს საქართველოსა და უკრაინის პრეზიდენტების მიერ ხელმოწერილი „საქართველოსა და უკრაინას შორის სტრატეგიული ურთიერთობების შესახებ დეკლარაციის" მნიშვნელობაზე: „ ეს არ არის უბრალო დოკუმენტი, არამედ წარმოადგენს კონკრეტულ იდეას იმის შესახებ, თუ როგორ უნდა გამოვიყენოთ ჩვენ სტრატეგიული პარტნიორიობა საერთო მიზნებისთვის, ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის. სამწუხაროდ ჩვენ არ გვეყოლება ბევრი მოკავშირე ამ გზაზე, მაგრამ გვეყოლება საუკეთესო მოკავშირე, რთული სამყაროს გათვალისწინებით, არ გვეყოლება ბევრი მეგობარი, მაგრამ გვეყოლება საუკეთესო მეგობარი და ჩვენ უნდა გამოვიყენიოთ ჩვენი უნიკალური რესურსი, ერთმანეთის მიმართ მიმართ სიმპათია და თანადგომა ამ გზაზე-" განაცხადა პავლო კლიმკინმა. აღსანიშნავია, რომ დღეს საქართველოს და უკრაინების მიერ ხელი მოეწერა დეკლარაციას საქართველოსა და უკრაინას შორის სტრატეგიული ურთიერთობების შესახებ, რომელიც მიზნად ისახავს ორ ქვეყანას შორის მჭიდრო პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების შემდგომ განვითარებას; ამასთან, საერთო ინტერესებისა და ქვეყნების წინაშე არსებული მსგავსი გამოწვევების გათვალისწინებით, მხარეებს შორის ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში არსებული მჭიდრო პარტნიორული თანამშრომლობის კიდევ უფრო განმტკიცებას.

 
 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31        

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ