ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
დავით დონდუა რეინტეგრაციის საკითხებში მოლდოვის ვიცე პრემიერ-მინისტრს შეხვდა

moldova/NE5A5365.jpg24.07.2017 ქ. თბილისი - საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუა შეხვდა მოლდოვის ვიცე პრემიერ-მინისტრს რეინტეგრაციის საკითხებში, გიორგი ბალანს. შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა გამოცდილების გაზიარება კონფლიქტის მოგვარების პოლიტიკის საკითხებზე.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მოლდოვის მხარეს ინფორმაცია მიაწოდა რუსეთის ფედერაციის მხრიდან აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაციისა და ანექსიის პოლიტიკის შედეგებზე, მათ შორის, ადგილზე უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული კუთხით შექმნილ რთულ მდგომარეობაზე. განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შეუსრულებლობასთან დაკავშირებულ გამოწვევებსა და საოკუპაციო ხაზის მავთულხლართებით გამაგრების უკანონო პროცესზე. დავით დონდუამ მოლდოველ კოლეგას გააცნო ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მიმდინარეობა და სამშვიდობო პროცესში არსებული დაბრკოლებები.თავის მხრივ, მოლდოვის ვიცე პრემიერ-მინისტრმა რეინტეგრაციის საკითხებში ისაუბრა დნესტრისპირეთის რეგიონში არსებული ვითარების შესახებ. მან ქართულ მხარეს გაუზიარა მოლდოვის სამშვიდობო პოლიტიკის დეტალები კონფლიქტის დარეგულირების მიმართულებით.მხარეები შეთანხმდნენ, გააგრძელონ მჭიდრო თანამშრომლობა და გამოცდილების გაზიარება კონფლიქტთან და სამშვიდობო პროცესებთან დაკავშირებულ საკითხებში.

 

 
 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31        

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ