ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
საქართველო გმობს ვენესუელაში მიმდინარე პროცესებს

moldova/2021.jpg3.08.2017 თბილისი - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ყურადღებით ადევნებს თვალს ვენესუელაში მიმდინარე პროცესებს და შეშფოთებას გამოხატავს ვენესუელელი ხალხის უფლებებისა და არჩევანის თავისუფლების ხელყოფის არაერთ ფაქტთან დაკავშირებით. 2017 წლის 30 ივლისის ეროვნული დამფუძნებელი ასამბლეის არჩევნებს კრიტიკული შეფასება მოჰყვა საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან. საქართველო იზიარებს საერთაშორისო თანამეგობრობის მკაცრ შეფასებებს ვენესუელაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით და გმობს იმ ძალადობრივ ქმედებებს, რასაც არაერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. საგანგაშოა ის ფაქტი, რომ 30 ივლისის ე.წ. არჩევნების შედეგად იგეგმება ვენესუელის მოსახლეობის უმრავლესობის მიერ არჩეული ეროვნული ასამბლეის ჩანაცვლება და, შემდგომში, ქვეყნის კონსტიტუციის შეცვლა, რაც აღმასრულებელი ხელისუფლების ძალაუფლების არაპროპორციულ გაზრდას ისახავს მიზნად. საქართველოს მთავრობა უერთდება საერთაშორისო თანამეგობრობის მოწოდებას ვენესუელის მთავრობის მიმართ, დაიცვას კანონის უზენაესობა და პატივი სცეს ადამიანის უფლებებსა და სიტყვის გამოხატვის თავისუფლებას.

 
 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30

დიასპორის სტრატეგია

 

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ