ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის რექს ტილერსონის სამძიმრის წერილი

moldova/2022_1.jpg11.08.2017 თბილისი - ​ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა რექს ტილერსონმა საქართველოს ვიცე-პრემიერს, საგარეო საქმეთა მინისტრს მიხეილ ჯანელიძეს ქართველი სამხედრო, უმცროსი სერჟანტი მდინარი ბებიაშვილის გარდაცვალება მიუსამძიმრა, რომელიც 3 აგვისტოს, ბაგრამის საავიაციო ბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე ერთობლივი მოტორიზებული პატრულირებისას თავდასხმის შედეგად დაიღუპა.

„უმცროსი სერჟანტი მდინარი ბებიაშვილი არის გმირი და მსურს მოგისამძიმროთ თქვენ, სერჟანტის ოჯახს და ქართველ ხალხს" - აღნიშნულია რექს ტილერსონის სამძიმრის წერილში.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელწიფო მდივანი გულწრფელ თანაგრძნობას და მხარდაჭერას უცხადებს ტერორისტული აქტის შედეგად დაშავებულ ქართველ ჯარისკაცებს.

რექს ტილერსონი სამძიმრის წერილში იხსენებს აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის მაიკ პენსის საქართველოში ვიზიტისას გაკეთებულ განცხადებას, რომლის თანახმადაც ამერიკის შეერთებული შტატები აფასებს ავღანეთში უსაფრთხოების განმტკიცების კუთხით ნატო-ს ძალისხმევაში საქართველოს კონტრიბუციას.

 

 
 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ