ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
„კონსტიტუციის ეს პროექტი წარმოადგენს ძალიან პროგრესულ, ევროპული დემოკრატიის შესაბამის ძირითად კანონს“ – მიხეილ ჯანელიძე

moldova/NE5A6532.jpg6.10.2017 თბილისი - ​„მე მინდა ქართველ ხალხს, მმართველ გუნდს, პარლამენტის თავმჯდომარეს, საკონსტიტუციო რეფორმის ჯგუფის კომისიის ხელმძღვანელს მივულოცო ის დიდი წარმატება, რომელიც უკავშირდება საკონსტიტუციო რეფორმის წარმატებით განხორციელებას საქართველოში. კონსტიტუციის ეს პროექტი წარმოადგენს ძალიან პროგრესულ, ევროპული დემოკრატიის შესაბამის ძირითად კანონს" - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ვენეციის კომისიის საბოლოო ანგარიშის დასკვნითი ნაწილის შეფასებისას განაცხადა.

როგორც ვიცე-პრემიერმა აღნიშნა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესში მმართველმა გუნდმა ვენეციის კომისიასთან ითანამშრომლა, საბოლოოდ კი კომისიამ დადო დადებითი დასკვნა.

როგორც ვენეციის კომისიის საბოლოო ანგარიშის დასკვნით ნაწილშია აღნიშნული საკონსტიტუციო რეფორმის პროცესი ასრულებს საქართველოს პოლიტიკური სისტემის ევოლუციას საპარლამენტო რესპუბლიკისკენ და დადებით ნაბიჯს წარმოადგენს ქვეყნის საკონსტიტუციო წესრიგის კონსოლიდირებასა და გაუმჯობესებისკენ, რომელიც ეფუძნება დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ფუნდამენტური უფლებების დაცვის პრინციპებს.

მიხეილ ჯანელიძის განცხადებით ეს არის დიდი წარმატება საქართველოს დემოკრატიული განვითარების გზაზე და წარმოადგენს ქვეყნის ევროპული მომავლის საფუძველს.

 

 
 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ