ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
თბილისში სუამი-ს დაფუძნების 20 წლისთავი აღინიშნება

moldova/BANERI-10-x-4-2.jpg8.10.2017 თბილისი - ​2017 წლის 8 ოქტომბერს, თბილისში, დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაციის - სუამის საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭოს სპეციალური სხდომა გაიმართება.

სხდომა სუამის დაფუძნებიდან მე-20 წლისთავს ეძღვნება. ამ საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად, გენერალური მდივნის ალთაი ეფენდიევის ხელმძღვანელობით, თბილისს სუამის მაღალი დონის დელეგაცია ეწვევა, რომელსაც საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე უმასპინძლებს.

დელეგაციის შემადგენლობაში იქნებიან აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ელმარ მამედიაროვი, მოლდოვას რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა და ევროინტეგრაციის მინისტრი ანდრეი გალბური და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი პავლო კლიმკინი.

სპეციალური სხდომის ფარგლებში, ხელი მოეწერება სუამის საგარეო საქმეთა მინისტრთა ერთობლივ კომუნიკეს. სხდომის დასასრულს იგეგმება ერთობლივი პრეს-კონფერენციის გამართვა, სადაც განცხადებებს გააკეთებენ ორგანიზაციის ოთხივე წევრი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები.

ვიზიტის ფარგლებში, სუამ-ის საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭოს წევრები საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილსა და პრემიერ მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს შეხვდებიან.

დღის ბოლოს, სუამის დელეგაციის წევრები „თბილისობის" დღესასწაულშიც მიიღებენ მონაწილეობას.

აღსანიშნავია, რომ 2017 წელს საქართველო სუამის თავმჯდომარე ქვეყანაა. საქართველოს თავმჯდომარეობის პრიორიტეტი საქართველოს, უკრაინას, აზერბაიჯანსა და მოლდოვას შორის დინამიური და პროდუქტიული თანამშრომლობის უზრუნველყოფაა.

 

 
 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31        

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ