ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
მიხეილ ჯანელიძე ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს ჯეიმს აპატურაის შეხვდა

moldova/NE5A8791.jpg12.10.2017 თბილისი - ​ქ. ბათუმში მიმდინარე თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ შეხვედრა გამართა ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელთან კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაისთან.

მხარეებმა განიხილეს საქართველოში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები, ასევე პრაქტიკული ინსტრუმენტები, რომლებსაც საქართველო ფლობს ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე. შეხვედრისას საუბარი შეეხო ნატო-ს 2018 წლის სამიტს და მოსამზადებელ სამუშაოებს.

საგარეო უწყების ხელმძღვანელმა დადებითად შეაფასა ნატო-საქართველოს თანამშრომლობა და ქვეყნის ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი. მისი თქმით მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს მაღალი დონის შეხვედრები ნატო-ს ფარგლებში, მათ შორის თავდაცვის მინისტრებისა და საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე, რათა მოხდეს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებული ყველა მნიშვნელოვანი საკითხის განხილვა და მათ შორის მზადება ნატო-ს 2018 წლის სამიტისთვის.

„საქართველო წარმატებით ახორციელებს ყველა იმ პრაქტიკული ინსტრუმენტის იმპლემენტაციას, რომელიც გვაახლოებს საბოლოო მიზანთან, რაც არის ნატოში წევრობა" - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ შეხვედრის დასრულების შემდგომ ჟურნალისტებთან საუბრისას.

 

 
 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ