ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
​მიხეილ ჯანელიძე: საქართველო იმკვიდრებს რეგიონში ახალი შესაძლებლობების აღმომჩენი ლიდერის როლს

moldova/TIK_0040-(1).jpg28.11.2017 ქ. თბილისი - საქართველოს ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის შეფასებით "ერთი სარტყელი -ერთი გზის" თბილისის ფორუმში მონაწილე ქვეყნების და დელეგატების გაორმაგებული რაოდენობა მიუთითებს საქართველოს მზარდ როლზე რეგიონში, როგორც სატრანსპორტო, სატრანზიტო და ლოჯისტიკური ჰაბის ფუნქციის მატარებელი ქვეყნის. მისი განცხადებით, მსგავსი საერთაშორისო ფორუმის ორგანიზებით საქართველო ხელს უწყობს გლობალური პროექტების განვითარებას და რეგიონში ახალი შესაძლებლობების აღმოჩენას. "გაორმაგებულია მონაწილეთა რაოდენობა წინა ფორუმთან შედარებით. ეს ხაზს უსვამს საქართველოს მზარდ როლს რეგიონში, როგორც სატრანსპორტო, სავაჭრო , ლოჯისტიკური ჰაბის. საქართველო ხელს უწყობს გლობალური პროექტებისა და სტრატეგიული მნიშვნელობის ინიციატივების განვითარებას. საქართველო არის დღეს ლიდერი არა მხოლოდ ევროპული ტრანსფორმაციის მიმართულებით, რომელიც დადასტურდა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე, არამედ საქართველო ასევე იმკვიდრებს ადგილს როგორც ლიდერი რეგიონში თანამშრომლობის ახალი შესაძლებლობების აღმოჩენის კუთხით."- განაცხადა ჯანელიძემ ფორუმის შეფასებისას. მისი თქმით მსოფლიოსა და რეგიონში არსებული გამოწვევების ფონზე საქართველოს მიზანია მოძებნოს თანამშრომლობის მეტი შესაძებლობები მშვიდობისა და სტაბილურობის განსამტკიცებლად. "ძალიან ბევრი გამოწვევაა დღეს მსოფლიოს მასშტაბით, მათ შორის ევროპის და აზიის კონტინენტებზე. ჩვენი მიზანია მოვძებნოთ მეტი თანამშრომლობის შესაძლებლობები, რაც ხელს შეუწყობს მშვიდობას, სტაბილურობას, განვითარებას, ასევე მნიშვნელოვანი იქნება ჩვენი ქვეყნისა და მისი თითოეული მოქალაქისთვის"-განაცხადა ჯანელიძემ.

 
 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ