ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
მიხეილ ჯანელიძე საერთაშორისო ენერგეტიკული ქარტიის კონფერენციაში მონაწილეობს

moldova/20170505_-_Turkmenistan_logo_conference.jpgსაქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე 28-29 ნოემბერს სამუშაო ვიზიტით თურქმენეთში იმყოფება, სადაც მონაწილეობს საერთაშორისო ენერგეტიკული ქარტიის კონფერენციის 28-ე შეხვედრაში.

საგარეო უწყების ხელმძღვანელი კონფერენციის მონაწილეებს გახსნით სესიაზე სიტყვით მიმართავს, საკუთარ გამოსვლაში მიხეილ ჯანელიძე ყურადღებას გაამახვილებს საქართველოს მაღალ პოტენციალზე და მის მზარდ როლზე ენერგორესურსების საერთაშორისო სატრანზიტო ფუნქციის, ევროპის და რეგიონის ენერგოუსაფრთხოებისა და ენერგო წყაროების დივერსიფიკაციის უზრუნველყოფის და ზოგადად რეგიონის ეკონომიკური განვითარების პროცესში. კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართავენ საერთაშორისო ენერგეტიკული ქარტიის გენერალური მდივანი, ეუთო-ს გენერალური მდივანი და ღონისძიებაში მონაწილე სხვადასხვა ქვეყნების ხელმძღვანელი პირები.

თურქმენეთში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ვიცე-პრემიერი შეხვედრას გამართავს თურქმენელ კოლეგასთან რაშიდ მერედოვთან და თურქმენეთის აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან.

 

 
 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ