ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
მიხეილ ჯანელიძემ ენერგეტიკული ქარტიის კონფერენციაზე საქართველოს ენერგეტიკულ სატრანზიტო პოტენციალზე ისაუბრა

moldova/NE5A1685.jpg29.11.2017 ქ. აშხაბადი -საქართველოს ვიცე-პრემიერმა მიხეილ ჯანელიძემ მონაწილეობა მიიღო ქ.აშხაბადში მიმდინარე ენერგეტიკული ქარტიის კონფერენციაში, სადაც სიტყვით მიმართა ღონისძიების მონაწილეებს. საკუთარ გამოსვლაში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა საქართველოს როგორც ენერგეტიკული რესურსების სატრანზიტო ქვეყნის აქტიური მონაწილეობის მნიშვნელობას საერთაშორისო ენერგეტიკულ ქარტიაში. მან ვრცლად მიმოიხილა საქართველოს მონაწილეობით მიმდინარე და დაგეგმილი საერთაშორისო ენერგეტიკული პროექტები, რომელიც ხელს უწყობს აღმოსავლეთ-დასავლეთის მიმართულების განვითარებას და მათ შორის კარგ შესაძლებლობებს ქმნის თურქმენული გაზის ტრანსპორტირებისთვის ევროპაში. მისი განცხადებით საქართველო წარმოადგენს მნიშვნელოვან პარტნიორს ცენტრალური აზიის რეგიონისთვის აკავშირებს რა მას ევროკავშირის ბაზართან და მზად არის მომავალშიც შეასრულოს საიმედო პარტნიორის როლი. მისი განცხადებით ენერგო მიწოდების დივერსიფიკაცია და სატრანსპორტო კავშირების განვითარება უზრუნველყოფს რეგიონის ქვეყნებისთვის ახალ ეკონომიკურ შესაძლებლობებს და მათ მდგრად და სტაბილურ განვითარებას. საერთაშორისო ენერგეტიკული ქარტიის კონფერენციის 28-ე შეხვედრას ქ.აშხაბადში მასპინძლობს. თურქმენეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში მიხეილ ჯანელიძემ ასევე შეხვედრები გამართა მის თურქმენ კოლეგასთან რაშიდ მერედოვთან და თურქმენეთის ხელისუფლების წარმომადგენლებთან. ​

 
 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ