ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
ირაკლი კობახიძე მოლდოვას რესპუბლიკის პრემიერმინისტრს შეხვდა

moldova/17009300_big1511888393.jpgსაქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მოლდოვას რესპუბლიკის პრემიერმინისტრს, პაველ ფილიპს შეხვდა.შეხვედრაზე ორმხრივი ურთიერთობების, საერთო მიზნებისა და გამოწვევების შესახებ ისაუბრეს. მხარეების განცხადებით, ორ ქვეყნის წინაშე არსებული ერთ-ერთი საერთო გამოწვევა ტერიტორიული მთლიანობის საკითხს უკავშირდება. ირაკლი კობახიძემ და პაველ ფილიპმა საქართველოსა და მოლდოვას რესპუბლიკის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მყარი ურთიერთმხარდაჭერა დაადასტურეს.

შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა ქვეყნებს შორის პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის მნიშვნელობა. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისა და მოლდოვას პრემიერმინისტრის შეფასებით, ამ მხრივ თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების მნიშვნელოვანი პოტენციალი არსებობს.

საუბარი შეეხო ურთიერთობის საპარლამენტო განზომილებასაც. ირაკლი კობახიძის და პაველ ფილიპის განცხადებით, საპარლამენტთაშორისო ურთიერთობა დინამიურია და ქვეყნებს შორის კავშირების გაღრმავებას ხელს აქტიურად შეუწყობენ საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფებიც.

მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას პარლამენტების თავმჯდომარეების ერთობლივი განცხადების შესახებაც, რომელშიც სპიკერები ევროპარლამენტს სამი ასოცირებული ქვეყნისთვის ევროკავშირის პერსპექტივის გახსნისკენ მოუწოდებენ. აღინიშნა, რომ საქართველო და მოლდოვა მჭიდროდ თანამშრომლობენ საერთაშორისო ფორმატებშიც, რაც, მხარეების თქმით, ქვეყნების საერთო მიზნების მიღწევას უწყობს ხელს.

მოლდოვას პრემიერმინისტრმა მიმოიხილა დნესტრისპირეთის რეგიონთან დაკავშირებით ბოლო პერიოდში მიღწეული პროგრესი. მხარეებმა ხაზი გაუსვეს კონფლიქტების მოგვარების სფეროში გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას.

აგრეთვე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, სასურველი იქნება ქვეყნებს შორის საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება იმ რეფორმების მიმართულებით, რომლებიც საქართველოსა და მოლდოვას ევროპულ და ევროატლანტიკურ მიზნებთან კიდევ უფრო დააახლოებს.

 

 
 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ