ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
დიპლომატიური სათხილამური შეჯიბრი DipSki 2018 გაიმართა

moldova/NE5A2256.jpg10.02.2018 გუდაური - ​გუდაურში დიპლომატიური სათხილამური შეჯიბრი DipSki 2018 გაიმართა.

ღონისძიება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივით, საქართველოში გაერო-ს მუდმივი კოორდინატორის ოფისისა და მთის კურორტების განვითარების კომპანიის თანაორგანიზებით გაიმართა. სათხილამურო ტურნირი მიზნად ისახავს საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტების პოპულარიზაციას. სათხილამურო ტურნირში მონაწილეობა მიიღო 100-მდე საქართველოში აკრედიტებულმა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლმა, საქართველოს მთავრობის წევრებმა, საგარეო საქმეთა სამინისტროსა და სხვა უწყების წარმომადგენლებმა. ღონისძიების სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ და UNDP-ის მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში ნილს სკოტმა. მიხეილ ჯანელიძემ ღონისძიების მონაწილეებს გააცნო საქართველოს სამთო- სათხილამურო კურორტების განვითარების სახელმწიფო ხედვა და სტრატეგია და ისაუბრა ბოლო წლების განმალიბაში ამ მიმართულებით მთავრობის მიერ გატარებულ ღონისძიებებზე. ტურნირის ფარგლებში გამოვლინდნენ გამარჯვებულები გამოვლიდნენ სხვადასხვა ნომინაციაში. უცხოელი დიპლომატი ქალბატონისა და მამაკაცის ნომინაციაში პირველი ადგილი დაიკავეს საქართველოში შვეიცარიის ელჩის მეუღლემ ბარბარა კოჰლერმა და საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის პროექტის ხელმძღვანელმა პიტერ დანისმა. ხოლო უწყებებს შორის გამარჯვებულები გახდნენ ეკატერინე ალანია (საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია) და ვასილ კვანტალიანი (საგარეო საქმეთა სამინისტრო). ტურნირის პარალელურად, ღონისძიების სტუმრებმა მონაწილეობა მიიღეს სათავგადასავლო ტურიზმის სკოლის მიერ დადგმულ სიმულაციურ სამაშველო ოპერაციაში, რომლებსაც ასევე გადაეცათ სპეციალური სერთიფიკატები.

 
 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28      

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ