საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე ილია დარჩიაშვილი დაინიშნა. შესაბამისი განცხადება საქართველოს-პრემიერ მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
ილია დარჩიაშვილს, რომელსაც 2021 წლიდან საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის პოზიცია ეკავა, გააჩნია დიპლომატიურ სამსახურში საქმიანობის და კერძო და საჯარო სექტორში მაღალ თანამდებობრივ პოზიციებზე მუშაობის მრავალმხრივი გამოცდილება.
2017-2021 წლებში, ილია დარჩიაშვილი პოლონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე მსახურობდა. 2015-2016 წლებში კი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობა ეკავა. ილია დარჩიაშვილი ასევე მუშაობდა საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდში დირექტორის პირველი მოადგილის თანამდებობაზე, ასევე გახლდათ აღნიშნული ფონდის აღმასრულებელი დირექტორი. ამასთან, ილია დარჩიაშილი სხვადასხვა დროს წამყვან პოზიციებზე საქმიანობდა კერძო სექტორში.
2019 წელს, ილია დარჩიაშვილს მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულიფლებიანი ელჩის უმაღლესი რანგი.
ილია დარჩიაშვილი დაჯილდოებულია პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის მიერ, პოლონეთის უმაღლესი ჯილდოთი, მეთაურის ჯვრის ორდენით.
თავის მხრივ, ყოფილი ვიცე-პრემიერი და საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი აშშ-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად დაინიშნა, დავით ზალკალიანს საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტი 2018 წლიდან ეკავა.