მოლდოვას რესპუბლიკა
დიპლომატიური ურთიერთობების ქრონოლოგია
საქართველოსა და მოლდოვას რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდა 1992 წლის 25 ივნისს.
თანამშრომლობის ძირითადი სფეროები
საქართველოსა და მოლდოვას რესპუბლიკას მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობები აკავშირებთ. განსაკუთრებით პრიორიტეტულია ევროპული ინტეგრაციის მიმართულებით, „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ფარგლებში თანამშრომლობა.
ორი ქვეყნის სახელშეკრულებო-სამართლებრივი ბაზა მოიცავს 20-მდე ორმხრივ შეთანხმებას.
საქართველოსა და მოლდოვას შორის მოქმედებს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი, რომელიც სამართლებრივად დარეგულირებულია, როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ (სუამ-ის ფარგლებში) ფორმატში.
ასევე, საკმაოდ აქტიურია თანამშრომლობა წარმატებულ რეფორმებთან დაკავშირებით საქართველოს გამოცდილების გაზიარების კუთხით.
ბმულები:
მოლდოვას რესპუბლიკის საგარეო საქმეთა და ევროინტეგრაციის სამინისტრო
მოლდოვას რესპუბლიკის პრეზიდენტი