მისასალმებელი სიტყვა
მისასალმებელი სიტყვა
ძვირფასო სტუმარო,
გულითადად მოგესალმებით და მოხარული ვარ, რომ გვესტუმრეთ - მოლდოვაში საქართველოს საელჩოს - ვებ-გვერდზე.
ჩემთვის დიდი პატივია წარმოვადგინო საქართველო მოლდოვას რესპუბლიკაში, ქვეყანაში, რომელთანაც საქართველოს უაღრესად მჭიდრო და ჭეშმარიტად ძმური ურთიერთობები აკავშირებს.
საქართველოსა და მოლდოვას რესპუბლიკას შორის არსებული ტრადიციულად თბილი და მეგობრული თანამშრომლობა, ეფუძნება - საერთო ფასეულობებზე დამყარებულ -დემოკრატიულ პრინციპებს და ევროპული ოჯახის ღირსეული წევრობისკენ ერთობლივ სწრაფვას.
საელჩოს ვებ-გვერდის საშუალებით, თქვენ შეძლებთ უკეთ გაეცნოთ საქართველოს და ამავე დროს თვალი ადევნოთ მოლდოვაში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის საქმიანობას, საქართველოსა და მოლდოვას რესპუბლიკას შორის ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის დინამიკას.
ვიმედოვნებ, რომ ჩვენი საიტის მეშვეობით თქვენ ასევე შეძლებთ უკეთ გაეცნოთ ჩვენს ქვეყანას, მიიღოთ თქვენთვის საინტერესო ინფორმაცია, დაგეგმოთ მოგზაურობა და ტურისტული მარშრუტები საქართველოს სხვა და სხვა კუთხეში, დაამყაროთ საქმიანი და პარტნიორული კონტაქტები საქართველოში - თქვენთვის სასურველი - ნებისმიერი სფეროს წარმომადგენლებთან, რაშიც საელჩო მაქსიმალურად შეგიწყობთ ხელს.
საქართველო საელჩო მოლდოვას რესპუბლიკაში, კიდევ ერთხელ მადლობას გიხდით ჩვენი ვებ-გვერდის მონახულებისათვის.