Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

ქართული ავიაკომპანია ,,Georgian Wings”-ის საქმიანობის შესახებ პრეზენტაცია ქ. კიშინეუში

🔷 მიმდინარე წლის 15 აპრილს ქ. კიშინეუში ქართული ავიაკომპანია ,,Georgian Wings”-ის წარმომადგენლებმა მოლდოვას რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოსთან ერთად ადგილობრივ ტურ-ოპერატორებთან, ტურიზმის დეპარტამენტისა და კულტურის სამინისტროს წარმომადგენლებთან გამართეს შეხვედრა.

🔷 ავიაკომპანიის წარმომადგენლებმა მიწვეულ სტუმრებს “Georgian Wings”-ის საქმიანობის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინეს და დეტალურად ისაუბრეს კომპანიის შესაძლებლობებსა და  მოდალობებზე.

🔷 ღონისძიებაზე მიწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართეს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ლევან დიასამიძემ, მოლდოვას რესპუბლიკის სახელმწიფო მდივანმა ანდრეი კისტოლმა და ავიაკომპანია ,,Georgian Wings”-ის პრეზიდენტმა შალვა კიკნაძემ.

🔷 ავიაკომპანიის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ პირდაპირი ავიამიმოსვლა კიშინეუსა და თბილისს შორის, ხელს შეუწყობს ქვეყნების ტურისტული პოტენციალის კიდევ უფრო განვითარებას.

🔷 ღონისძიების ფარგლებში მოეწყო გათამაშება, გამარჯვებულებს კომპანიისგან  გადაეცათ სხვადასხვა პრიზები.