
მიმდინარე წლის 27 მარტს, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ლევან დიასამიძე შეხვდა მოლდოვას რესპუბლიკის ვიცე-პრემიერს, საგარეო საქმეთა მინისტრს, მიხაი პოპშოის.

შეხვედრის დროს მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოსა და მოლდოვას მიერ ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების პროცესში მიღწეული პროგრესი.

ლევან დიასამიძემ ხაზი გაუსვა საქართველოსა და მოლდოვას ტრადიციულ მეგობრულ ურთიერთობას, რომელსაც კიდევ უფრო ამყარებს ერთიანი მისწრაფებები და მიზნები.

ასევე აღნიშნა ქართული მხარის მზადყოფნა აქტიურად ითანამშრომლოს მოლდოვასთან ევროპული ინტეგრაციის პროცესში მაღალი დონის კოორდინაციისა და ორმხრივი გამოცდილების გაზიარების მიზნით.