2024 წლის 21 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ოფიციალური საზეიმო მიღება გაიმართა
🔷 მიმდინარე წლის 21 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ოფიციალური საზეიმო მიღება გაიმართა.
🔷 საზეიმო მიღებაზე სტუმრებს სიტყვით მიმართეს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ლევან დიასამიძემ და მოლდოვას რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრმა ანატოლი ნოსატიმ.
🔷მიღებას ესწრებოდნენ მოლდოვას რესპუბლიკის მაღალი რანგის თანამდებობის პირები, ასევე მოლდოვაში აკრედიტებული დიპლომატიური მისიის წარმომადგენლები;კულტურული წრეებისა და ქართული დიასპორის წარმომადგენლები.
🔷 საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში გაიმართა კონცერტი ანსამბლ „აფხაზეთის" მონაწილეობით.
🔷 ასევე, მოეწყო ქართველი მხატვრის, ნიკო ფიროსმანის ნახატების პრეზენტაცია.
🔷 სტუმრებს ჰქონდათ შესაძლებლობა დაეგემოვნებინათ ქართული ღვინო და ტრადიციული კერძები.