საელჩომ საჩუქრები გადასცა მუნ.კიშინეუს სკოლა-ინტერნატს №5
2024 წლის 31 მაისს, მოლდოვაში საქართველოს საელჩომ კიშინეუს მეხუთე სკოლა-ინტერნატის აღსაზრდელ ბავშვებს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საჩუქრები გადასცა.
ამჟამად სკოლა-ინტერნატს 76 შეზღუდული შესაძლებლობების მქონე აღსაზრდელი ბავშვი ჰყავს.
საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის ლევან დიასამიძის განცხადებით, სკოლა-ინტერნატის ბავშვებს მუდმივი მხარდაჭერა სჭირდებათ, საელჩოს ეს ჟესტი კი სხვებისთვის მაგალითი იქნება.
სკოლა-ინტერნატის დირექტორმა, იულიანა მანიკმა მოლდოვაში საქართველოს საელჩოს მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისა და ყურადღებისთვის.