ქ.კიშინეუში ქართული ღვინის და ტრადიციული კერძების დეგუსტაცია მოეწყო
ქ. კიშინეუში, საქართველოს საელჩოს ორგანიზებით ქართული ღვინის და ტრადიციული კერძების დეგუსტაცია მოეწყო.
მიწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ მოლდოვის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.
ღონისძიების ფარგლებში სტუმრებს საშუალება ჰქონდათ სომელიეს დახმარებით 4 განსხვავებული ღვინო დაეგემოვნებინათ, როგორც წითელი ასევე თეთრი და ქარვისფერი.
სტუმრები გაეცნენ ქართულ სუფრის ტრადიცებს, ასევე მეღვინეობაზე საინტერესო ფაქტებს, ქართული ვაზის თითოეული ჯიშის თავისებურებებს, ღვინის დამზადების ტექნიკებს და სხვადასხვა ტიპის ღვინოებს შორის განსხვავებას.