Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

დავით ზალკალიანმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გერმანიის პრეზიდენტს უმასპინძლა

 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრააციის წარმომადგენლებთან ერთად გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტის ფრანკ- ვალტერ შტაინმაიერის  დახვედრის ოფიციალურ ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.

მინისტრის შეფასებით გერმანია-საქართველოს ურთიერთობები ინტენსიურად ვითარდება და ის მაღალი დონის ვიზიტები, რაც ბოლო პერიოდში განხორციელედა მნიშვნელოვნად უწყობს ხელს პარტნიორული ურთიერთობების განვითარებას და გერმანიის მხრიდან საქართველოს მხარდაჭერას განამტკიცებს.

"ინტენსიურად ვითარდება ქართულ-გერმანული ურთიერთობები. ბოლო ერთი წლის განმავლობაში, ჩვენ ვუმასპინძლეთ გერმანიის კანცლერს, ანგელა მერკელს, ასევე შედგა საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი გერმანიაში და ამჟამად უკვე გერმანიის პრეზიდენტს ვმასპინძლობთ საქართველოში. ეს არის ნიშანი იმისა, რომ გერმანია არის ჩვენი ძალიან ძლიერი მხარდამჭერი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტიტის, ჩვენი ევროპული, ევროატლანტიკური ინტეგტაციის. ძალიან მნიშვნელოვანია ასევე, რომ ის შეთანხმბები, რომელიც კანცლერ მერკელის ვიზიტის დროს იყოა მიღწეული, საქართველოში თანდათანობით სრულდება. ჩვენ გერმანიასთან გვაქვს ინტენსიური თანამარომლობა ეკონომიკური მინართულებით. ეკონომიკური თანამშრომლობის დინამიკაც პოზიტიურია. პოზიტიურია ასევე გერმანიიდან საქართველოში ვიზიტორების რაოდენობა. კულტურის და განათლების სფეროში, განსაკუთრებით პროფესიული განათლების რეფორმირების კუთხით, გერმანიასთან თანამშრომლობა უაღრესად დადებითია და ეს ვიზიტი თვისობრივად კიდევ უფრო მაღალ დონეზე აიყვანს ურთიერთობას", - განაცხადა ზალკალიანმა.

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტი საქართველოს 6-8 ოქტომბერს მეუღლესთან ერთად სტუმრობს.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას, პარლამენტის თავმჯდომარეს არჩილ თალაკვაძეს, საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქს ილია მეორეს შეხვდება და საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალს გვირგვინით შეამკობს.

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტი თბილისში ქართველ ბიზნესმენებს შეხვდება, კახეთს ეწვევა და რამდენიმე ადგილობრივ ღვინის ქარხანას დაათვალიერებს. ოფიციალური ვიზიტის კულტურული პროგრამის ფარგლებში, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი ალავერდის მონასტერსა და ერეკლე მეფის მუზეუმს ესტუმრება.