საერთაშორისო საავტომობილო ტრანსპორტის სფეროში საქართველო - მოლდოვის შერეული კომისიის სხდომა
🇬🇪🇲🇩🇬🇪🇲🇩🇬🇪🇲🇩
GEO/RO
🔷 მოლდოვაში, ქ. კიშინეუში საერთაშორისო საავტომობილო ტრანსპორტის სფეროში საქართველო - მოლდოვის შერეული კომისიის სხდომა გაიმართა.
🔷 საქართველოს მხრიდან შერეული კომისიის სხდომას ხელმძღვანელობდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ - სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი ლევან გამყრელიძე. სხდომას ასევე ესწრებოდნენ მოლდოვაში საქართველოს საელჩოს წარმომადგენლები ხოლო მოლდოვის მხრიდან - მოლდოვის რესპუბლიკის ინფრასტრუქტურის და რეგიონალური განვითარების სამინისტროს საავტომობილო ტრანსპორტის ეროვნული სააგენტოს დირექტორი ინნა ანგელიუკი.
🔷 შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოსა და მოლდოვას შორის საავტომობილო მიმოსვლის სფეროში სატრანსპორტო-ლოგისტიკური, მათ შორის სატვირთო გადაზიდვების სექტორის განვითარების, ქვეყნების სატრანზიტო პოტენციალის და ინფრასტრუქტურული შესაძლებლობების მიმართულებით არსებული თანამშრომლობის საკითხები.
🔷 მოლაპარაკებების შედეგად, მხარეებს შორის მიღწეულ იქნა შეთანხმება, საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვების ხელშეწყობის და განვითარების მიმართულებით, რაც საქართველოში რეგისტრირებულ გადამზიდველებს მისცემს საშუალებას უფრო ეფექტურად დაგეგმონ და განახორციელონ სატრანსპორტო ოპერაციები მოლდოვის რესპუბლიკაში.
🔷 კომისიის მიმდინარეობისას ხაზი გაესვა ქვეყნებს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობას, როგორც საავტომობილო ტრანსპორტის სხვადასხვა სფეროში გამოცდილების გაზიარების კუთხით, ისე სატრანზიტო მიმოსვლის მიმართულებით. ამასთან, განხილულ იქნა ქვეყნებს შორის არსებული სანებართვო დოკუმენტაციის ეტაპობრივი გაციფრულების შესაძლებლობებიც.
🔷La Chișinău a avut loc o ședință a Comisiei mixte georgiană și moldovenească în domeniul transportului rutier internațional.
🔷 Din partea georgiană, ședința comisiei mixte a fost prezidată de directorul Agenției de Transport Terestru al Ministerului Economiei și Dezvoltării Durabile din Georgia, Levan Gamkrelidze. La întâlnire au fost prezenți și reprezentanți ai Ambasadei Georgiei în Moldova, iar din partea Republicii Moldova - directorul Agenției Naționale de Transport Rutier din cadrul Ministerului Infrastructurii și Dezvoltării Regionale al Republicii Moldova, Inna Angeliuk.
🔷La întâlnire au fost discutate probleme de cooperare dintre Georgia și Moldova în domeniul transportului rutier și logisticii, inclusiv dezvoltarea sectorului transportului de marfă. De asemenea, au fost luate în considerare potențialul de tranzit și capacitățile de infrastructură ale țărilor.
🔷 În urma negocierilor dintre părți, s-a ajuns la un acord în direcția promovării și dezvoltării transportului rutier internațional de marfă, care va permite transportatorilor înregistrați în Georgia să planifice și să desfășoare mai eficient operațiunile de transport în Republica Moldova.
🔷 În cadrul lucrărilor comisiei s-a subliniat importanța cooperării între țări, atât în ceea ce privește schimbul de experiență în diverse domenii ale transportului rutier, cât și în direcția transportului de tranzit. În plus, a fost discutată posibilitatea digitizării treptate a documentației de autorizare între țări.