
მიმდინარე წლის 12 მარტს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ლევან დიასამიძე შეხვდა მოლდოვას რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარეს იგორ გროსუს.

შეხვედრაზე მხარეებმა გამოთქვეს სურვილი ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებისთვის და განიხილეს ამ მიმართულებით არსებული შესაძლებლობები.

მნიშვნელოვანი ადგილი დაეთმო საქართველოსა და მოლდოვას ევროკავშირიში გაწევრიანების პროცესს. იგორ გროსუმ ქართველ ხალხს მიულოცა 2023 წლის ბოლოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მოპოვება.

ასევე ყურადღება გამახვილდა უსაფრთხოების კუთხით რეგიონში მიმდინარე პროცესებზე.

პარლამენტის თავმჯდომარემ ისაუბრა მოლდოვურ-ქართული ურთიერთობების პოზიტიურ ტენდენციებზე და ხაზი გაუსვა პირდაპირი რეისების სიხშირის ზრდას კიშინეუ - თბილისის მიმართულებით.