საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება საუდის არაბეთის აბჰას აეროპორტზე განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმასთან დაკავშირებით
13.06.19 თბილისი - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოხატავს შეშფოთებას მიმდინარე წლის 12 ივნისს საუდის არაბეთის აბჰას საერთაშორისო აეროპორტზე განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმასთან დაკავშირებით, რომლის შედეგად დაშავდა 26 ადამიანი.
ქართული მხარე მკაცრად გმობს ტერორიზმისა და ექსტრემიზმის ნებისმიერ გამოვლინებას და მიჩნევს, რომ აღნიშნულმა ფაქტმა შეიძლება გამოიწვიოს დაპირისპირების შემდგომი ესკალაცია, რაც უარყოფითად აისახება რეგიონში არსებულ რთულ ვითარებაზე.
საგარეო საქმეთა სამინისტრო სწრაფ გამოჯანმრთელებას უსურვებს თავდასხმის დროს დაზარალებულებს და გამოთქვამს იმედს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისხმევის შედეგად მსგავსი ინციდენტები მომავალში თავიდან იქნება აცილებული.