Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

თეიმურაზ ჯანჯალია მოლდოვის საგარეო საქმეთა და ევროპული ინტეგრაციის სამინისტროს სახელმწიფო მდივნებს შეხვდა

2022 წლის 13 იანვარს, ონლაინ ფორმატში, გაიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თეიმურაზ ჯანჯალიას შეხვედრა მოლდოვის საგარეო საქმეთა და ევროპული ინტეგრაციის სამინისტროს სახელმწიფო მდივნებთან, რუსლან ბოლბოჩეანთან და ვლადიმირ კუკთან. 

შეხვედრაზე, განხილულ იქნა საქართველოსა და მოლდოვას შორის არსებული ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობები და მათი სამომავლო განვითარების პერსპექტივები. ხაზი გაესვა 2022 წელს, ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლის იუბილის სათანადოდ აღნიშვნის მნიშვნელობას, რისთვისაც დაიგეგმება სხვადასხვა თემატური ღონისძიება. 
მხარეებმა გამოხატეს მზაობა, ორმხრივი პოლიტიკური დიალოგის გააქტიურების თაობაზე, მათ შორის, მაღალი და უმაღლესი დონის ვიზიტების ურთიერთგაცვლის თვალსაზრისით.  
დადებითად შეფასდა, პანდემიის მიუხედავად, ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების პოზიტიური ტენდენციის შენარჩუნების ფაქტი. აღინიშნა ამ კუთხით არსებული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების აუცილებლობა, მათ შორის, ტურიზმის სფეროში. 
საუბარი შეეხო ევროპული ინტეგრაციის მიმართულებით საქართველოსა და მოლდოვას თანამშრომლობას. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“, ასოცირებული ტრიო-ს ფორმატში ქვეყნებს შორის წარმატებულ დიალოგსა და ამ ფორმატში ერთობლივი პროექტებისა და სექტორული თანამშრომლობის გაძლიერების აუცილებლობაზე.  ყურადღება გამახვილდა დაკავშირებადობის (connectivity) საკითხზე, რაც ჩვენს საერთო პრიორიტეტს წარმოადგენს და ამ მხრივ, აღინიშნა შავი ზღვის რესურსების სრულად გამოყენების მნიშვნელობა.   
ერთობლივი მისწრაფებებისა და ინტერესების გათვალისწინებით, ხაზი გაესვა ასოცირებული ტრიო-ს ფორმატში, ჩვენს პარტნიორ ქვეყნებთან ვიზიტებისა და მაღალი დონის შეხვედრების ინტენსიფიკაციის მნიშვნელობას როგორც არსებული, ისე დიალოგის ახალი ფორმატების ხელშეწყობის გზით.   
საუბრის დასასრულს, მხარეები შეთანხმდნენ აქტიური ინტერაქციის შენარჩუნებასა და ურთიერთსასარგებლო სამომავლო თანამშრომლობის ხელშეწყობაზე.