Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

​დავით ზალკალიანი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილეს, ანდრეა ტომპსონს შეხვდა

5.04.2019 ვაშინგტონი - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა, ვაშიგტონში ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრა გამართა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან საერთაშორისო უსაფრთხოებისა და შეიარაღების კონტროლის საკითხებში, ანდრეა ტომპსონთან. 

შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის დღის წესრიგში არსებული საკითხები.  აშშ-ის მხრიდან კიდევ ერთხელ გამოიხატა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერა. 

შეხვედრაზე მაღალი შეფასება მიეცა ვაშინგტონში გამართულ ნატოს მინისტერიალზე მიღებულ გადაწყვეტილებებს, რომლის ფარგლებშიც, ალიანსი შავი ზღვის უსაფრთხოების სფეროში ავითარებს  თანამშრომლობას საქართველოსთან სხვადასხვა მიმართულებით. 

მხარეებმა მაღალი შეფასება მისცეს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში საქართველო-აშშ-ის თანამშრომლობას. 
 
შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო  რეგიონის უსაფრთხოებას, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ მდგომარეობას. მინისტრმა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილეს მიაწოდა ინფორმაცია ადგილზე ადამიანის უფლებების დარღვევის გახშირებულ შემთხვევებზე. 
 
დავით ზალკალიანი 2019 წლის 3-6 აპრილს სამუშაო ვიზიტით ვაშინგტონს სტუმრობს და შეხვედრებს მართავს აშშ-ის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან. მინისტრმა მონაწილეობა მიიღო ნატოს მინისტერიალთან დაკავშირებით ატლანტიკური საბჭოს, მარშალის ფონდისა და მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის მიერ გამართულ ღონისძიებაში.