სამინისტროს ორგანიზებით ევროკავშირისა და გაეროს ერთობლივი პროექტის „ადამიანის უფლებები ყველასთვის“ ფარგლებში სამუშაო შეხვედრა გაიმართა
საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებითა და გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის ხელშეწყობით, ევროკავშირისა და გაერო-ს ერთობლივი პროექტის ,,ადამიანის უფლებები ყველასთვის“ ფარგლებში, 2019 წლის 11-12 ივნისს, კაჭრეთში გაიმართა სამუშაო შეხვედრა, სადაც შესაბამის არასამთავრობო ორგანიზაციებსა და სახალხო დამცველის აპარატს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო სამართლებრივი დეპარტამენტის წარმომადგენლებმა გააცნეს სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის შესრულების მე-5 პერიოდული ანგარიშის პროექტი.
შეხვედრისას, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სახალხო დამცველის აპარატის წარმომდგენლებმა წარმოადგინეს საკუთარი მოსაზრებები ანგარიშის პროექტში ასახულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, ასევე გაიმართა საქმიანი დისკუსია საქართველოში სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების რეალიზების სხვადასხვა ასპექტთან მიმართებით. სამოქალაქო სექტორისა და სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელთა მიერ გაჟღერებული არაერთი საინტერესო და აქტუალური მოსაზრება გათვალისწინებული იქნება ანგარიშის საბოლოო პროექტის ტექსტში.
აღსანიშნავია, რომ მე-5 პერიოდული ანგარიშის პროექტი მომზადდა საგარეო საქმეთა სამინისტროს კოორდინაციით, ყველა შესაბამისი სახელმწიფო უწყების მონაწილეობით.
საგარეო საქმეთა სამინისტრო დაინტერესებულია, რათა ყველა პერიოდული სახელმწიფო ანგარიშის მომზადების პროცესი იყოს ღია და ინკლუზიური, შესაბამისად, სამინისტრო, მომავალშიც განაგრძობს პერიოდული ანგარიშების მომზადების პროცესში სამოქალაქო სექტორისა და სახალხო დამცველის აპარატის ჩართულობის აქტიურ ხელშეწყობას, თანამშრომლობისა და კონსულტაციების გზით.