Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

ინფორმაცია საქართველოში მოგზაურობის მსურველთა საყურადღებოდ

GEO/RO
🔈🇬🇪    საქართველოში მოგზაურობის მსურველთა საყურადღებოდ!
გაცნობებთ, რომ „ტურიზმის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, 2026 წლის 1 იანვრიდან საქართველოში შემომსვლელი ყველა ტურისტისთვის სავალდებულოა ჯანმრთელობისა და უბედური შემთხვევის დაზღვევის მოქმედი პოლისის ქონა.
საქართველოში შემოსვლისას თითოეულმა ტურისტმა უნდა წარადგინოს მოქმედი სადაზღვევო პოლისი მატერიალური ან ელექტრონული ფორმით, რომელიც შედგენილი იქნება ქართულ ან ინგლისურ ენაზე.
სადაზღვევო პოლისი შეიძლება გაცემული იყოს როგორც ქართული, ისე უცხო ქვეყნის სადაზღვევო კომპანიის მიერ და სადაზღვევო თანხა უნდა შეადგენდეს არანაკლებ 30 000 ლარს.
დაზღვევის პოლისი უნდა შეიცავდეს შემდეგ სავალდებულო ინფორმაციას:
დაზღვევის ხელშეკრულების მხარეები;
▫️ დაფარული ტერიტორია;
▫️ დაზღვევის საგანი;
▫️ სადაზღვევო პერიოდის დაწყებისა და დასრულების დრო;
▫️ სადაზღვევო რისკები;
▫️ სადაზღვევო თანხის ოდენობა (ლიმიტები);
▫️ სადაზღვევო შესატანის მოცულობა, მისი გადახდის ადგილი და ვადა.
დაზღვევა ძალაში უნდა იყოს ტურისტის საქართველოში შემოსვლის მომენტიდან ქვეყნის დატოვებამდე სრული პერიოდის განმავლობაში.
სავალდებულო დაზღვევის მოთხოვნა არ გავრცელდება:
▫️ დიპლომატიური ან სპეციალური ვიზის მქონე პირებზე;
▫️ დიპლომატიური, ოფიციალური, სამსახურებრივი ან სპეციალური პასპორტის მქონე პირებზე;
▫️ საქართველოში დიპლომატიური წარმომადგენლობების, საკონსულო დაწესებულებების, საერთაშორისო ორგანიზაციების და მათთან გათანაბრებული წარმომადგენლობების აკრედიტებულ თანამშრომლებზე, აგრეთვე ამ თანამშრომელთა აკრედიტებულ ოჯახის წევრებზე;
▫️ პირებზე, რომელთა საქართველოში შემოსვლა გათვალისწინებულია საქართველოს საერთაშორისო შეთანხმებებით ან ხელშეკრულებებით;
▫️ საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვებსა და სამგზავრო გადაყვანებში ჩართულ მძღოლებზე.
 
🔈🇬🇪 Atenție tuturor celor care doresc să viziteze Georgia!
Vă informăm că, în conformitate cu Legea Georgiană privind turismul, în vigoare de la 1 ianuarie 2026, toți turiștii care intră în Georgia trebuie să dețină o poliță de asigurare de sănătate și accidente valabilă.
La intrarea în Georgia, fiecare turist trebuie să prezinte o poliță de asigurare valabilă, în format tipărit sau electronic, emisă în limba georgiană sau engleză.
Polița de asigurare poate fi emisă atât de companii de asigurări georgiene, cât și de companii străine, iar suma asigurată trebuie să fie de cel puțin 30.000 GEL.
Polița de asigurare trebuie să conțină următoarele informații obligatorii:
Părțile contractului de asigurare;
▫️ Teritoriul de asigurare;
▫️ Obiectul asigurării;
▫️ Ora de început și de sfârșit a perioadei de asigurare;
▫️ Riscurile de asigurare;
▫️ Suma asigurată (limite);
▫️ Suma primei de asigurare, locul și termenul limită de plată.
Asigurarea trebuie să fie valabilă pe întreaga perioadă de la intrarea turistului în Georgia până la ieșirea din țară.
Obligația de asigurare nu se aplică:
▫️ Persoanelor cu vize diplomatice sau speciale;
▫️ Persoanelor cu pașapoarte diplomatice, de serviciu, oficiale sau speciale;
▫️ Angajaților acreditați ai misiunilor diplomatice, oficiilor consulare, organizațiilor internaționale și reprezentanțelor echivalente din Georgia, precum și membrilor de familie acreditați ai acestor angajați;
▫️ Persoanelor a căror intrare în Georgia este prevăzută de acorduri sau tratate internaționale ale Georgiei;
▫️ Șoferilor care efectuează transporturi rutiere internaționale de mărfuri și pasageri.